მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა
რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 17:25|bm.ge

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.3 ათასი ტონა საწებლები გავიდა. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება - 20%-ით, ხოლო რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული საწებლების მოცულობა - 58.8 ტონით, ხოლო ღირებულება 527.8 ათასი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, რომელზედაც ექსპორტის 25% მოდის, თითქმის ანალოგიური წილი - 24% უკავია აშშ-ს, მესამე პოზიციაზე კი ისრაელია 14%-იანი წილით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული საწებლები ჯამში 31 ქვეყანაში გაიყიდა.

საწებლების ექსპორტის შესახებ სრული მონაცემები 19 ნოემბერს გახდება ცნობილი, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის 10 თვის დეტალურ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყოფორმულა
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ხარისხის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს - ლევან მეხუზლა

ხარისხის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს - ლევან მეხუზლა

BM.GE

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

BM.GE

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE