მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის
The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის

The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის

იმედი|imedinews.ge

ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.

ორშაბათს, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოიყენა დონალდ ტრამპის კომენტარები, რათა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ტაივანისთვის გაეგზავნა გზავნილი - „აშშ-ის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ტაივანის დასაცავად“.

ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინგტეს, რომელიც ხშირად ხდება პეკინის მწვავე თავდასხმების სამიზნე, და მის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ აღარ შეუძლიათ აშშ-ის მხრიდან „უპირობო ინდულგენციის“ იმედი ჰქონდეთ - წერს ჩინური გაზეთი Global Times-ი ჩინელ მკვლევარზე დაყრდნობით.

„უსაფრთხოების ყიდვა სამხედრო შესყიდვებით შეუძლებელია; თუ პაიკი გახდები, ბოლომდე გამოგწურავენ“, - განაცხადა ორშაბათს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ძიან ბინმა ტაივანის მისამართით.

ამერიკის პრეზიდენტის კომენტარები გასულ უქმეებზე გავრცელდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პარასკევს პეკინში სი ძინპინთან სამიტი დაასრულა და ქვეყანა დატოვა.

მან განაცხადა, რომ დროებით აჩერებდა გადაწყვეტილებას ტაივანისთვის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის გადაცემის შესახებ და ეს საკითხი აღწერა, როგორც „ძალიან კარგი სავაჭრო ინსტრუმენტი“, რომელიც შესაძლოა პეკინთან მოლაპარაკებებში იყოს გამოყენებული.

პეკინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ტაივანის საკითხი შიდა საქმეა და აშშ-ის მიერ კუნძულისთვის იარაღის ნებისმიერი შემდგომი მიყიდვა მიუღებელია.

გარკვეულწილად, პეკინმა უკვე ნახა სარგებელი დონალდ ტრამპის ამ გამბიტიდან.

ტრამპის განცხადება მიანიშნებდა იმაზე, რომ მან ნაწილობრივ გაიზიარა ჩინეთის მიერ შექმნილი ნარატივი, თითქოს პრეზიდენტი ლაი არის საშიში სეპარატისტი, რომელიც აშშ-ის ომში ჩათრევას ცდილობს.

ტრამპმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ისიც, შეძლებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ომის შემთხვევაში ტაივანის წარმატებით დაცვას. „მე არ მინდა, რომ ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და ჩვენ, იცით, 9 500 მილის გავლა მოგვიწიოს ომში საბრძოლველად“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

იმედი