მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The News York Times-მა წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა
The News York Times-მა წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა

The News York Times-მა წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა

იმედი|imedinews.ge

გაზეთმა The New York Times 2026 წლის 10 საუკეთესო სერიალის სია შეადგინა.

მასში შევიდა ლიზა კუდროუს მონაწილეობით გადაღებული მეტაკომედიის, „დაბრუნების“ მესამე და ფინალური სეზონი. სერიალი მოგვითხრობს 1980-იანი წლების სიტკომების მსახიობზე, რომელიც შოუბიზნესში დაბრუნებას თავგანწირვით ცდილობს. სერიალის სეზონები დიდი ინტერვალებით გამოდიოდა: პირველი 2005, მეორე კი 2014 წელს, თუმცა, ამის მიუხედავად, ფინალმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. Rotten Tomatoes-ზე „დაბრუნებას“ 97%-იანი რეიტინგი აქვს.

გამოცემამ წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად ასევე დაასახელა გახმაურებული შოუ „მარგოს ფინანსური პრობლემები აქვს“ - მარტოხელა დედაზე, რომელიც ფულის გამოსამუშავებლად OnlyFans-ის მოდელობას გადაწყვეტს. მთავარი როლის შემსრულებელ ელ ფანინგთან ერთად, სერიალში ნიკოლ კიდმანიც თამაშობს.

საუკეთესო ათეულში ასევე შევიდა ლეგენდარული „მაპეტ-შოუს“ დაბრუნება Disney-ზე, „პიტის საავადმყოფოს“ ახალი სეზონი, რომელიც „ემი-2025“-ის ერთ-ერთი ტრიუმფატორი გახდა, და „ბუზთა ბატონი“ - უილიამ გოლდინგის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.

სრული სია ასე გამოიყურება:

„დაბრუნება“;

„მარგოს ფინანსური პრობლემები აქვს“;

„ბნელი ქარები“;

„სენტ-ლუისი“;

„მაპეტ-შოუ“;

„პიტის საავადმყოფო“;

„ბუზთა ბატონი“;

„პორტობელო“;

„ქვრივების უბე“;

„მეგობრები და მეზობლები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი