მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული იახტა, რომელიც პუტინთან არის დაკავშირებული, უკრაინულ დრონებს გაურბის
The Telegraph: 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული იახტა, რომელიც პუტინთან არის დაკავშირებული, უკრაინულ დრონებს გაურბის

The Telegraph: 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული იახტა, რომელიც პუტინთან არის დაკავშირებული, უკრაინულ დრონებს გაურბის

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული სუპერიახტა სახელწოდებით Graceful, სავარაუდოდ, ევროპის წყლებს ტოვებს და რუსეთის ჩრდილოეთ პორტისკენ, მურმანსკისკენ მიემართება. ინფორმაციას The Telegraph-ი საზღვაო სადაზვერვო მონაცემებსა და სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების 82-მეტრიანი იახტა ნორვეგიის სანაპიროს მიუყვება. The Telegraph-ის ცნობით, ხომალდს თან ახლავს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემი, ხოლო მის გადაადგილებას NATO აკვირდება.

სტატიის თანახმად, იახტის გემბანი ანტიდრონული ბადეებით არის დაფარული.

The Telegraph-ის ინფორმაციით, Graceful-ს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი „სევერომორსკი“ და სამაშველო-საპატრულო ხომალდი „ვოევოდა“ აცილებენ.

გამოცემა ნატოს მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გემების გადაადგილებას გერმანიისა და დანიის სამხედრო-საზღვაო ძალებიც აკვირდებოდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იახტის გადაადგილება, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებით შესაძლო თავდასხმებისგან თავის არიდებას უკავშირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი