მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს
The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს

The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში 2027 წლიდან ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების გაძლიერებას მოხალისეთა პროგრამებით ცდილობს, თუმცა კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული მექანიზმი საკმარისი აღარ არის.

გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თომას რიოვეკამპმა განაცხადა, რომ, თუ მოხალისეთა მობილიზებით დასახული მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, ქვეყანას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა მოუწევს.

„თუ ამ მიზნების მიღწევას ნებაყოფლობითი გაწვევის გზით ვერ შევძლებთ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნება მოგვიწევს“, - განაცხადა მან.

რიოვეკამპის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მომავალი წლის 31 ივლისამდე უნდა მიიღონ, რადგან სწორედ ამ დროს უნდა ამოქმედდეს სამხედრო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა.

მიუხედავად თავდაცვაზე გაზრდილი ხარჯებისა, გერმანია საკმარისი რაოდენობის ახალწვეულების მოზიდვას კვლავ ვერ ახერხებს, წერს The Telegraph-ი.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ გერმანია ევროპაში ყველაზე ძლიერ ჩვეულებრივ შეიარაღებულ არმიას შექმნის. გეგმის მიხედვით, 2035 წლისთვის ბუნდესვერის პროფესიონალი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 185 ათასიდან 260 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს გაუქმდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი