მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: რუსეთი კონსტანტინოვკის ასაღებად ემზადება
The Telegraph: რუსეთი კონსტანტინოვკის ასაღებად ემზადება

The Telegraph: რუსეთი კონსტანტინოვკის ასაღებად ემზადება

იმედი|imedinews.ge

რუსული ჯარი დონბასის რეგიონის უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტში, ქალაქ კონსტანტინოვკაში შევიდა და მის ასაღებად ემზადება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ მთელი ქალაქი ფაქტობრივად „რუხ ზონაშია“ მოქცეული და მას არცერთი მხარე აღარ აკონტროლებს. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული საჯარისო შენაერთები აქტიურად მოქმედებენ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და უკრაინულ ნაწილებს, თითქოს, ალყაში აქცევენ.

„აღნიშნულმა შეტევამ გააძლიერა შიშები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი კონსტანტინოვკის ალყაში მოქცევასა და დაპყრობას გეგმავს, რამაც, შესაძლოა, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე თავდაცვის ბოლო ზღუდეებამდე, კრამატორსკამდე და სლავიანსკამდე, გზა გახსნას“, - წერს გამოცემა.

ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს მართავს, BBC-თან საუბარში აღნიშნავს, რომ კონსტანტინოვკაში შესული რუსი სამხედროების გამოყრა ძალიან რთულია. მისი თქმით, ვითარება „დიდ კრიზისად“ იქცა.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, რუსები იგივე ტაქტიკას იყენებენ, რასაც 2025 წელს პოკროვსკის დაპყრობისას მიმართავდნენ. ისინი ფლანგებიდან მიიწევენ წინ, რათა ქალაქი ალყაში მოაქციონ და მომარაგების გზები გადაკეტონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი