მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს
The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს

The Times of Israel: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსა და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს (ISF) შეუერთდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, საქართველო და ვიეტნამი შეუერთდებიან იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაადასტურეს ძალების გაგზავნა. მათ შორის არიან საბერძნეთი, მაროკო, ინდონეზია, კოსოვო, ყაზახეთი და ალბანეთი.

როგორც მედია იუწყება, ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია არ უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და აღდგენის გეგმებზე მუშაობა გრძელდება, რათა „კოორდინაცია გაუმჯობესდეს და გამჭვირვალობა გაიზარდოს“.

მათივე ინფორმაციით, ISF და სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი ამ ეტაპზე ამზადებენ „სხვადასხვა მოდელს უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის“, რადგან მისიის მასშტაბი იზრდება. ასევე, აღინიშნება, რომ პერსონალის შემცირება ამ დროისთვის არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

არც საქართველოს, არც ვიეტნამს ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა