
ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.
მან შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში ენერგომატარებლების მაღალი ფასების, „წმინდა ნულოვანი ემისიის“ პოლიტიკისა და მასობრივი მიგრაციის გავლენის გამო.
„თქვენი ქვეყანა განსაცდელშია. კატასტროფის პირას ხართ“, - განაცხადა მან. - „მიგრაციის უზარმაზარი პრობლემა გაქვთ, ასევე უდიდესი კრიზისია ენერგეტიკაში. ენერგიის ფასი სამჯერ და ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.
ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას „აფერას“ უწოდებს, მანამდეც აკრიტიკებდა ბრიტანეთის მიერ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმას და ქვეყნის ლიდერებს არაერთხელ მოუწოდებდა, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა და გაზის მარაგები მაქსიმალურად აეთვისებინათ.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მიგრაცია ბრიტანეთის სახეს ცვლის.
„თუ არ შეაჩერებთ ხალხის ნაკადს, რომელიც თქვენს ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან მოედინება, ქვეყანა აღარ დარჩება“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge