მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა
თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა

თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა

იმედი|imedinews.ge

თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაოების პირველად შედეგებს თიანეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

ინვენტარიზაციის შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულად გვაქვს ჩატარებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%- ზე მეტ ფართობზე. 2026 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა მომავალი ათი წლის განმავლობაში სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი