მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტიერი მარიანი: ძალიან საშიში ვითარებაა - 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის
ტიერი მარიანი: ძალიან საშიში ვითარებაა - 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ტიერი მარიანი: ძალიან საშიში ვითარებაა - 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის

იმედი|imedinews.ge

ბორელმა დიაგნოზი შესანიშნავად დასვა, მაგრამ გამოსავალი არცთუ ისე კარგი მოუძიებია. ვიმეორებ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის, - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „იმედის კვირას“.

იგი ყოფილი უმაღლესი ევროკომისრის, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ფონ დერ ლაიენის მმართველობასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ევროპარლამენტარი ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისში მყოფ ევროკავშირს მხოლოდ ლაპარაკის თავი აქვს და არა ქმედების, ბორელმა კი დაადასტურა, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ. მან დიაგნოზი შესანიშნავად დასვა, მაგრამ გამოსავალი არცთუ ისე კარგი მოუძიებია. ვიმეორებ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ევროპარლამენტარმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის შენობის ნაწილში კონდიცირების სისტემის გათიშვის ფაქტზეც.

„გადაწყვიტეს პირველი სართულიდან მეშვიდე სართულამდე ჰაერის გაგრილების სისტემის გათიშვა. მეშვიდე სართულიდან ზევით კი შეინარჩუნეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ მერვე სართულიდან მოყოლებულია განთავსებული ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა მაღალჩინოსნების კაბინეტები. ეს თავისთავად სკანდალია.

საინტერესოა, ევროკომისიის თქმით, მათ სიცხის მიზეზით რიგ თანამშრომლებს უთხრეს, რომ სახლიდან ემუშავათ და ამიტომაც გამორთეს ჰაერის გაგრილების სისტემა, მაგრამ რატომ არ იმუშავა სახლიდან ზედა სართულებზე განთავსებულმა უფროსობამაც? - ეს მეტად სიმბოლურია. ძალისხმევა მხოლოდ ქვედა სართულებზე მომუშავეთ ეკუთვნით, ხოლო ზედა სართულებზე მაღალჩინოსნებისთვის ჰაერის გაგრილების სისტემა მუშაობს“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

როგორც ცნობილია, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, კომისია გასცდა თავის მანდატს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და ეროვნული მთავრობების კომპეტენციებში ჩაერია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს