მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია
ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია

ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია

იმედი|imedinews.ge

Apple-ის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა, მომხმარებლები კომპანიის პროდუქციაზე ფასების მოსალოდნელი მატების შესახებ გააფრთხილა, ამის მიზეზად კი მეხსიერების ჩიპებისა და ბარათების ღირებულების ზრდა დაასახელა.

„გაძვირება გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ხარჯების ზრდა და ვცდილობთ დავიცვათ მომხმარებლები ამ მატებისგან, თუმცა სიტუაცია უკვე არამდგრადი გახდა“, - განაცხადა კუკმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

მას არ დაუკონკრეტებია, Apple-ის რომელი პროდუქცია შეიძლება გაძვირდეს, როდის არის მოსალოდნელი ფასების მატება ან რა მოცულობის იქნება ის.

კვლევითმა კომპანია TechInsights-მა გამოთვალა, რომ თუ ჩიპების გაძვირების ხარჯი სრულად მომხმარებლებზე გადავა, iPhone Pro-ს შემდეგი მოდელი გაყიდვაში ჩაშვების მომენტში მის წინამორბედებზე დაახლოებით 270 დოლარით ძვირი იქნება. WSJ-ის გათვლებით, აშშ-ში ახალი iPhone 18 Pro-ს საწყისი ფასი 1299 დოლარიდან დაიწყება.

ტიმ კუკი Apple-ის გენერალური დირექტორის პოსტს 2026 წლის 1 სექტემბერს დატოვებს. მის ადგილს ჯონ ტერნუსი დაიკავებს. კუკი, რომელიც კორპორაციას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ გადაინაცვლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი