მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს

თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას.

თინათინ ნიბლოშვილმა თავის გამოსვლაში ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის და საუბნო ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქალაქის დაგეგმარების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ბავშვებისა და ასაკოვნების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც თანაბრად ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს და საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფის ინტერესები ყოველთვის დაცულია.

„ქალაქის დაგეგმარების პროცესში განსაკუთრებულად საგულისხმოა აღნიშნული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება. სკოლებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი საპროექტო არეალებისთვის კარგი ადგილმდებარეობის, ღია სივრცისა და ადეკვატური ფართობის მისაწვდომობის მაღალი დონის უზრუნველყოფა. ისეთი ურბანული სტრუქტურის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შეამცირებს კერძო მანქანებზე დამოკიდებულებას “- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, თანამედროვე ქალაქის განვითარება, მხოლოდ ინფრასტრუქტურის, გზებისა და შენობების მშენებლობით არ განისაზღვრება. მისი თქმით, ჯანსაღი ქალაქი იწყება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი იღებს. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, მწვანე ქალაქის კონცეფცია თბილისის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია და მისი მიზანია დაიცვას, აღადგინოს სარეკრეაციო სისტემები, ლანდშაფტები, შექმნას და ხელი შეუწყოს ჰაერის დონის გაუმჯობესებას ქალაქში.

„მწვანე ქალაქის პრინციპი აღიარებს, რომ დედაქალაქის ბუნებრივი გარემო, უხვი გამწვანება და ბუნებრივი ლანდშაფტები სოციალური კეთილდღეობის ძირითადი ელემენტებია. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამწვანებული სივრცეების დაგეგმარებისას ადეკვატური ზომისა და განლაგების სათამაშო და სპორტული მოედნების გათვალისწინება. ღია სივრცეში თამაში ხელს უწყობს ბავშვის კუნთოვანი სისტემის განვითარებას, კოორდინაციასა და მოტორული უნარების ჩამოყალიბებას. ბუნებრივი გარემო აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაში ჩადებული რესურსი არის მომავალი თაობების ჯანმრთელობის და ქალაქის მდგრადი განვითარების ინვესტიცია. მისივე თქმით, თბილისმა შექმნა ძალიან კარგი პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობასთან სწორმა კომუნიკაციამ ავტოფარეხების ნაცვლად, დედაქალაქში უამრავი მწვანე სივრცე მოიტანა.

თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა, მათი საჭიროებების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავებაა. მისი თქმით, საბჭოს საქმიანობა მიმართულია თანასწორი, უსაფრთხო და ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობისაკენ.

„თუ საბჭო იქნება ქმედითი, ექნება რესურსი თემატური კვლევების ჩატარების და მათი შედეგების საფუძველზე პროგრამების ინიცირების, იგი იქნება მხარდამჭერი და ინიციატორი ისეთი პროგრამების, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და ოჯახებისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური პარკების, სკვერებისა და სივრცეების განვითარებას. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოების საქმიანობა მეტად უნდა წახალისდეს, რათა რეალურად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობა“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი