მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძე: ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი
თინათინ რუხაძე: ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი

თინათინ რუხაძე: ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი

იმედი|imedinews.ge

ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი. წელს ამ დღეს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს, რადგან ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად აღვნიშნავთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე - იმ ადამიანის გარეშე, ვისი ინიციატივითაც დაარსდა ეს დღესასწაული, - განაცხადა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.

მისივე თქმით, დღეს შეკრებილი ადამიანები ადასტურებენ, რომ ტრადიცია ცოცხალი ღირებულებაა, რომელსაც თაობები დიდი სიყვარულით აგრძელებენ.

„ამიტომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობა და მზაობა, რომ მშვიდობიანად, ღირსეულად და ესთეტიკურად გამოვხატოთ პატივისცემა ოჯახის, მშობლების, უფროსი თაობისა და ჩვენი ქრისტიანული მრწამსის მიმართ. საქართველოს და ჩვენი ხალხის ძალა ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ერთგულნი ვრჩებით, ვიცავთ ოჯახურ სიწმინდეს, ვუფრთხილდებით რწმენას და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს აქ უამრავი ახალგაზრდა, ახალი თაობის წარმომადგენელია შეკრებილი, რაც კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ გრძელდება ის სულიერი და კულტურული ხაზი, რომელიც ჩვენს ერს საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი