მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

იმედი|imedinews.ge

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრის საგასტროლო და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. ხაზი გაესვა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ერთობლივი ინიციატივებს განხორციელების საკითხს.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასები, პირველ ეტაპზე, გურიის რეგიონს ეწვევიან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული პროექტების ერთობლივად განსახორციელებლად.

შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით ბოდაველი ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი