მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ევრობიუროკრატების საპირისპიროდ, ტრამპს არ განუსხვავებია კანონიერად არჩეული მთავრობა და ქართველი ხალხი.

„მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით“, - წერს ზაალ მიქელაძე.

დეპუტატი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსაც უკრაინის შესახებ და წერს, რომ აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ თანხის შოვნით „აყვავებული მომავალი“ არ ჩანაცვლდება. მიქელაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გარკვეულ ძალებს ხელს აძლევს პროქსი ომები და რევლუციური ზრახვები.

„ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - უმთავრესი გზავნილია ზესახელწიფოს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, მოქმედი ხელისუფალის მიმართ და ტრამპი არ ყოფს ამ მიმართვაში კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან ბრიუსელის რიგი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით. ზოგიერთი უგვანო/უსამშობლო უსახო აგენტის ნაოცნებარი-განადგურებული, აოხრებული ქვეყნის სანაცვლოდ მილიარდ/ტრილიონების შოვნით( ევრობიუროკრატების მეოხებით) არ ჩანაცვლდება „მშვიდობიანი მომავალი“. პროქსი ომებიდან ამონაგები ფულით ნასაზრდოები „მაოხრებელი გზირები“ ევროპარლამენტსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში „დიფ სთეითის“ საცეცებს ებღაუჭებიან რევოლუციური ზრახვებით. ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთნდობითა და გონიერებით გვექნება სანუკვარი სამშობლო“, - წერს ზაალ მიქელაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენBM.GE
  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

იმედი

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

იმედი