მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო კულტურის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებისა და საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ზეინეფ ნაზ ერდინჩი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი