მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა
ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა

ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა

იმედი|imedinews.ge

ბრიტანელმა მსახიობმა ტომ ჰოლანდმა პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი ზენდეიასთან ქორწინებაზე. ამ თემაზე ის ჟურნალ Esquire-თან ისაუბრა. მან გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ახალი ნომრის გარეკანზეც გამოჩნდა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ზენდეიას ძველმა სტილისტმა და მეგობარმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ ქორწილი უკვე შედგა.

საზეიმო ცერემონიიდან ფოტოების არარსებობის გამო, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თავად დაიწყეს კადრების გენერირება. მსახიობს არ გაუმჟღავნებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა ქორწილმა, მხოლოდ ის დააზუსტა, რომ მას ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზენდეიასთან ურთიერთობას მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

„ჩვენს ბიზნესში შეიძლება ძალიან სტრესული სიტუაციები შეიქმნას და ნამდვილად სასიამოვნოა გქონდეს ურთიერთობის ისეთი საძირკველი, რომელიც დროს გაუძლებს. მე ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამავდროულად, არასდროს მიგრძნია თავი ასე მხარდაჭერილად და უსაფრთხოდ, როგორც ახლა“, - განაცხადა მსახიობმა.

წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს, ფილმის „ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი