მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი 26 მაისის აქციაზე: ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, უბრალოდ შეიძლება, თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის, მათ ახლა სჭირდებათ, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, თითქოს ყველაფერი კარგადაა
თორნიკე ჭეიშვილი 26 მაისის აქციაზე: ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, უბრალოდ შეიძლება, თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის, მათ ახლა სჭირდებათ, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, თითქოს ყველაფერი კარგადაა

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, უბრალოდ შეიძლება, თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის, მათ ახლა სჭირდებათ, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, თითქოს ყველაფერი კარგადაა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა 26 მაისის აქციაზე საუბრისას.

დეპუტატის თქმით, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ დიდი ხანია ოპოზიციას განაჩენი გამოუტანა.

„ოპოზიციაში ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ და როგორმე შეინარჩუნონ სახე საკუთარი მხარდამჭერების წინაშე. ეს სახე რეალურად დიდი ხანია, რაც დაკარგეს და ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ დიდი ხანია მათ გამოუტანა საკუთარი პოლიტიკური განაჩენი. ღიმილისმომგვრელია მათი მხრიდან რაღაც მეორე ფაზაზე საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინვე გაიჟღერა აქციის ორგანიზატორების მხრიდან ასეთმა ფრაზამ, რომ შეკრებაზე იმყოფებოდნენ ე.წ. უჩინარი წევრები. არ ვიცი, რაღაც ფანტომებთან ერთად თუ აპირებენ, რომ საქართველო მოიარონ და დალაშქრონ, მხოლოდ წარმატება შეგვიძლია ვუსურვოთ. რეალურად, მათ რომ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ ხალხთან საუბრის, ეს გამოჩნდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მათ ჯერ დააანონსეს „კარდაკარ“-ის მაგვარი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ ცარიელი სივრცეები და შეხვედრების დარბაზები. მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. უბრალოდ შეიძლება, თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის, მათ ახლა სჭირდებათ ის, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რეალურად ყველამ ყველაფერი ცხადად დაინახა", - აღნიშნა ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • შვილმოკლული დედა გეძახით - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართატვ პირველი
  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი