მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს
თორნიკე ჭეიშვილი: ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს

იმედი|imedinews.ge

თორნიკე ჭეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეს საპოლიციო სისტემის დისკრედიტაციის ფაქტად შეაფასა, რადგან ანონსში არ იყო განმარტებული, რომ საქმე უკვე გახსნილი იყო, მოძალადეები კი დაკავებულები.

„ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ვინაიდან ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით, ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე და საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ 12 ივნისს, ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი