მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სინგაპურთან, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელმწიფოებთან
თორნიკე ჭეიშვილი: გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სინგაპურთან, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელმწიფოებთან

იმედი|imedinews.ge

ჩვენი სახელმწიფოს დატვირთვა უპირველესად გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან და მგონი უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მარშრუტი საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად, ტვირთბრუნვის წარმოებისთვის, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა აზიურ ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან მჭიდრო კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ამ ქვეყნებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტებზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ამ ფონზე არსებობს წინაპირობა საქართველოსა და სინგაპურის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ახლა უკვე სინგაპურიც იყოს დაინტერესებული იმ პერსპექტივით, რასაც ქმნის საქართველო, როგორც დაკავშირებადების ფუნქციის მქონე სახელმწიფო, როგორც ასევე ერთგვარი ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო ჰაბი რეგიონში. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სინგაპურთან, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გვაქვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • "უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?BM.GE
  • არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულშირუსთავი 2
  • მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზენეტგაზეთი
  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
გვაქვს →

მსგავსი სტატიები

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

იმედი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი