მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს რომელიმე და მით უმეტეს რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ახირების გამოძახილი
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს რომელიმე და მით უმეტეს რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ახირების გამოძახილი

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს რომელიმე და მით უმეტეს რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ახირების გამოძახილი

იმედი|imedinews.ge

რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას - ამ საკითხზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, რაც ოპოზიციისთვის არის სასურველი და რაზეც თავიანთ „დამკვეთებს“ ესაუბრებიან, ის უნდათ შერაცხონ როგორც რეალობა, მაგრამ ამით შეცდომაში ვერავის შეიყვანენ.

„ნათქვამია, „ენას ძვალი არ აქვსო“, დაახლოებით ასე არის მათი [ოპოზიცია] საქმე. ეს მათი მორიგი დაპირებაა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს გამოუცხადეს, რომელ არჩევნებზეა ლაპარაკი?! ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ძალიან მკაფიო პასუხს ითვალისწინებს: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს რომელიმე და მით უმეტეს რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ახირების გამოძახილი და შედეგი. ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი კონსტიტუცია ძალიან მკაფიო დებულებებს შეიცავს.

ჩვენ საქმე გვაქვს 2 შემთხვევასთან, როდესაც შეიძლება თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ პროცესები მიდის რიგგარეშე არჩევნებამდე. არც ერთი ასეთი საფუძველი ჩემ მიერ ხსენებული და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისს მუხლებში რეგლამენტირებული მუხლებში არ არის.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს, განსხვავებით რადიკალებისგან, რომელბმაც მიღებული მანდატები და ნდობა მიუგდეს ამომრჩეველს. საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტისთვის ითვალისწინებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადას, ეს ვადა გადის 2028 წელს, რაც მათთვის არის ძალიან სასურველი, რაზეც ელაპარაკებიან საკუთარ ე.წ. დამკვეთებს, ის უნდათ შერაცხონ ადგილზე, რომ ეს არის რეალობა და რეალური პოლიტიკური პერსპექტივა, მაგრამ ამით შეცდომაში ვერავის შეიყვანენ“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი