მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია
თორნიკე ჭეიშვილი: რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია

თორნიკე ჭეიშვილი: რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საზოგადოება გარკვეულწილად დაიღალა კიდეც ამ პოლიტიკური საგის შემყურე იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ უნიჭო პერსონაჟები მონაწილეობენ მასში.

„მათ უნიჭობაში დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მათი გარე პატრონებიც დარწმუნდნენ. როდესაც საუბარია ელემენტარულ ურთიერთობებზე, მათ ვერ მოახერხეს ის, რომ თუნდაც ფორმალურად, ბუტაფორიულად საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ის, რომ ერთიანნი არიან. პირიქით, მათ ბოლომდე მისცეს სარბიელი საკუთარ პოლიტიკურ ეგოს და შედეგებიც სახეზეა.

რაც შეეხება საკუთრივ „ნაცმოძრაობას“, ეს კიდევ ცალკე ეპიზოდია ამ ისტორიისა იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია, თავად „ნაცმოძრაობაშიც“ ისევე, როგორც მის სატელიტ პოლიტიკურ ძალებში, არავითარი რესურსი აღარ არსებობს რაიმე ტიპის განახლებისა. საუბრობენ ვითომ რაღაც რეფორმებზე, საკადრო გადაადგილებებზე, მაგრამ საზოგადოებას უკვე ძალიან დიდი ხანია მათთვის გამოტანილი აქვს საბოლოო პოლიტიკური ვერდიქტი. შესაბამისად, რესურსი ნულოვანია იმის, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური რეინკარნაცია“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი