
თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული
ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ცილისმწამებლურ და ორკესტრირებულ კამპანიებს, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ კანონი უნდა დაუპირისპიროს და ეს ნაბიჯი სამომავლოდ ერთგვარი პრევენცია იქნება.
„ჩვენს საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიმართოს სასამართლოს იმისათვის, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ, ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ დაგეგმილ და კოორდინირებულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge