მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან
თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან

თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენ ხიდის როლს ვასრულებთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ პროცესის გაშარჟებას.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ცდილობენ ეს პროცესი გააშარჟონ და რატომღაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობა აბუჩად ასაგდებია, ან სასაცილოა, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩინეთი არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყანა ცდილობს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, ურთიერთობების გაღრმავებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ეს ჩვენ დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ, თადარიგი დავიჭირეთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამას ახლა აკეთებენ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციაშია არიან ადამიანები, ვინც იაზრებენ შუა აზიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ ნაწილს ალბათ, უმეცრებითაც მოსდით, რასაც ისინი კამპანიურად აწარმოებენ. ალბათ, თქვენ შეგხვდებოდათ განცხადებები, რომ ცდილობენ, გააშარჟონ ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, თავისი როლი გამოკვეთოს ამ პროცესში და გვქონდეს ღირსეული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი დაკავშირებადების კონტექსტში. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა ფაღავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი