მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ ხვალ აღარ იქნება თავმჯდომარე და აპირებენ ახალი თავმჯდომარის არჩევას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კაცის ბრძანებით ციხიდან. სასაცილოა უბრალოდ მათი მხრიდან შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბარი. რაც შეეხება ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ალიანსმა 26 მაისი ვერ გადალახა
თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ ხვალ აღარ იქნება თავმჯდომარე და აპირებენ ახალი თავმჯდომარის არჩევას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კაცის ბრძანებით ციხიდან. სასაცილოა უბრალოდ მათი მხრიდან შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბარი. რაც შეეხება ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ალიანსმა 26 მაისი ვერ გადალახა

იმედი|imedinews.ge

ასე ხდება, როდესაც ადამიანებს არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, ასე ხდება, როდესაც ადამიანები არ არიან ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე, ასე ხდება, როდესაც ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში არსებულ არეულობას.

მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანების ბედი ჯერ კიდევ მისი შექმნის დღიდან კრახისთვის იყო განწირული.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფაღავას განცხადებით, სასაცილოა, როდესაც ეს პარტია შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბრობს იმ ფონზე, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე პირდაპირი ეთერის საშუალებით იგებს, რომ მის ჩანაცვლებას აპირებენ.

„რაც შეეხება მათი დაპირისპირების ანატომიას, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო. უბრალოდ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ პარტიები, რომლებიც გამოდიან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, ალიანსის წევრები და საუბრობენ გამჭვირვალობაზე, შიდა პარტიულ დემოკრატიაზე, ვხედავთ, რომ მაგალითად დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში შეიტყო ის, რომ ხვალ აღარ იქნება თავმჯდომარე და აპირებენ ახალი თავმჯდომარის არჩევას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კაცის ბრძანებით ციხიდან. ანუ სასაცილოა უბრალოდ დემოკრატიულ პროცესზე, შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბარი. რაც შეეხება ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ალიანსმა 26 მაისი ვერ გადალახა. ის ნარჩენები, რაც დარჩა ალიანსში, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც მალე გაქრება“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანი შეცვლის.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი