
თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში მყოფი ლიდერების ურთიერთბრალდებებს. ასევე ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება. ეს არის ძალიან სასარგებლო პროცესი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ხდება ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის ლიდერების და კიდევ ერთხელ საზოგადოება ხედავს რასაც ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვამბობდით - ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე“, - განაცხადა ფაღავამ.
პატიმარი სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფასის დაკლებას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ მისი პარტია ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას მიერ ხსენებული 4 მილიონი. ფულამდე დასულ დაპირისპირებას და ერთმანეთის მხილებას, სააკაშვილი და გვარამია, ფეისბუკ პოსტებით განაგრძობენ. დაპირისპირებულ ყოფილ თანაგუნდელებს შორის, ისმის წარსულის მხილება, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთმანეთს, მოსყიდულებს უწოდებენ, ადანაშაულებენ ტყუილებში, მითვისებული მილიონებსა და გაძარცულ ტელევიზიებში.
იმედი
წყარო: imedinews.ge