მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორი ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სექტორების — „სარფისა“ და „გორგაძეთის“ — დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო საზღვრის ქვეითად უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს. ორმა ბრალდებულმა კი საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა და საქართველოში შემოვიდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ორი პირის მიმართ საიმიგრაციო პროცედურები მიმდინარეობს, რის შედეგადაც განხორციელდება მათი ქვეყნიდან გაძევება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უცხო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევესფორმულა
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევესრუსთავი 2
  • სუს-მა უცხო ქვეყნიდან მართულ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიაზე საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყოBM.GE
  • უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევესტვ პირველი
უცხო →

მსგავსი სტატიები

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

იმედი

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

იმედი