მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები
თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

იმედი|imedinews.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თორნიკე ფაღავა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რომელიც გარე პატრონების დავალების შესაბამისად, უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა.

ფაღავას განმარტებით, მას შემდეგ, რაც გარე პატრონებს რუსეთთან კონფრონტაცია დასჭირდათ, ოპოზიციამ შეცვალა დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის უმნიშვნელოა.

„პრემიერმა ძალიან საინტერესო და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში იყო აქცენტი, რომელიც დაისვა დასასრულს - რატომ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება და ახლანდელი ოპოზიცია 2008 წლის ომის შემდეგ იმდაგვარად, როგორც მოქმედებდა, რატომ იყო ღია ქართული ეკონომიკა რუსული ინვესტიციებისთვის, რატომ მიჰყიდა იმდროინდელმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსულ მთავრობას ფა რატომ არ ჰქონდა მაშინ რუსულ ფულს სუნი. რატომ მოხდა ისე, რომ როდესაც უკრაინას დაესხნენ თავს, მთელი ყოფილი ხელისუფლება გადაიქცა ანტირუსულ პოლიტიკურ ძალად. მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი.

მაშინ როდესაც, ანუ დღეს, მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს - თორემ, ისინი უსამშობლოები არიან - სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად თვლიან ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები არაფერს ნიშნავს და მათთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები“, - აღნიშნა ფაღავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი