მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არის გულდასაწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი წონა არ გააჩნია
თორნიკე ფაღავა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არის გულდასაწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი წონა არ გააჩნია

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ეს „კინო“ მრავალჯერ ნახა და მსგავსი ტიპის რეზოლუციებს ყავლი გაუვიდა.

„ევროპარლამენტი ერთ წრეზე ტრიალებს. ჩვენდა სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია თავისი ქმედებებით ძირს უთხრიან ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირის მიმართ.

რაც შეეხება ამ რეზოლუციას, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მედიასაშუალებებზე და ცალკეულ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სანქცირებაზე. სანქცირების ნაწილი კი სცდება ყველა სამართლებრივ არგუმენტაციას. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შეიძლება ნებისმიერი ქართველი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის დასანქცირება. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ეს მოთხოვნა, რაც შეეხება მედიასაშუალებების დასანქცირებას, აქ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში.

ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა, ავიწყდება მთავარი ევროპული ღირებულება, რომ კრიტიკის მიღმა არ არის არავინ და მათ შორის არც ქალბატონი რასა.

ქართული მედია და ქართველი პოლიტიკოსები არაფერს განსხვავებულს არ ამბობენ, რასაც არ ამბობს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, ბატონი ტრამპი, ბატონი რუბიო, თუ დააკვირდებით, ერთი ერთში ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულებები, შეხედულებები და რიტორიკაც კი, მოქმედ ევრობიუროკრატიასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არის გულდასაწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი წონა არ გააჩნია“, - აღნიშნა ფაღავამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი