მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

იმედი|imedinews.ge

„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ.

მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.

„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისისთვის რეკორდული მოცულობა - 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

იმედი

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში