
ტრამპი ამერიკული ჯარის გაყვანას ესპანეთიდან და იტალიიდანაც არ გამორიცხავს
იმედი|imedinews.ge
გერმანიის მსგავსად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც არ გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განმარტა, რომ მიზეზი ამ ქვეყნების პოზიციაა. „როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ“, - განაცხადა ტრამპმა.
„იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით, რეალურად, არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი: „კი, ძალიან მსურს თქვენგან დახმარება“. მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ, თუ არა ამას“, - აღნიშნა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge