
ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ახალი ტარიფები ძალაში 2027 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
„აწარმოეთ პროდუქცია აშშ-ში და ნულოვანი ტარიფი გექნებათ. კანადას აღარ მოვეპყრობით ისე, როგორც ამერიკულ შტატს!“ - განაცხადა მან.
გასულ თვეს ტრამპმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50-პროცენტიანი ტარიფები დააწესა, რომელზეც მოლაპარაკებების გაგრძელების პარალელურად 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge