მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით
ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით

ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ორ ლიდერს შორის საჯარო დაპირისპირება დაიწყო. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც გამოცემა იუწყება, სავარაუდოდ, ის გულისხმობდა საკუთარ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ევროპელმა მოკავშირეებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ აშშ-ის ძალისხმევაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

მიმდინარე კვირას ტრამპმა იტალიური მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მელონი სამიტის დროს მასთან ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“.

„ის მთხოვდა, მასთან სურათი გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება. სხვაგვარად არ გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

მელონიმ პრეზიდენტის ამ განცხადებებს „გამაოგნებელი“ უწოდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ აღნიშნული ეპიზოდი „სრულად გამოგონილია“.

„არ ვიცი, რატომ ექცევა ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ მოკავშირეებს - და ეს ნამდვილად პირველი შემთხვევა არ არის“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრამპი იმავე სიმტკიცეს არ ავლენს დასავლეთისა და აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დასანანია, როდესაც ის არ იჩენს ასეთივე სიმტკიცეს დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ - იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც, რეალურად, გაცილებით უფრო დამთმობ პოზიციას იკავებს“, - აღნიშნა მელონიმ.

ორი ლიდერი, რომeლსაც წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ირანის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო პოლიტიკის გამო დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა მელონი და სხვა მოკავშირეები გააკრიტიკა მისი მოქმედებების საჯარო შეფასების გამო.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მელონის ვიდეომიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, განაცხადა, რომ აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.

„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფაა“, - დაწერა ტაიანიმ სოციალურ ქსელში. „სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაუქმო ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 21 და 22 ივნისს იყო დაგეგმილი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი