მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს
ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს

ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

რაშმორის მთაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა დაიცვან თავისუფლება, რომელიც 250 წლის წინ ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა დაამკვიდრეს. მისი თქმით, თავისუფლებას საფრთხეს კომუნიზმი უქმნის.

ტრამპი კომუნისტებად „დემოკრატიული“ პარტიის მემარცხენე ფრთასა და მიგრანტებს აღიქვამს.

„ამ დიდებულ წლისთავზე ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის ქვეშაა. ახლა ჩვენს მიწაზე კომუნისტური საფრთხის აღზევებას ვხედავთ, კერძოდ ახლად ჩამოსული ადამიანებისგან, რომლებიც იმ იდეების მიმდევრები არიან, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგება ჩვენი ცხოვრების წესსა და ჩვენს დიდებულ წარმატებას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოცემის ცნობით, ტრამპის განცხადება იყო რეაქცია „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში სულ მცირე ოთხი კანდიდატის გამარჯვებაზე, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატ-სოციალისტებს ან პროგრესულ დემოკრატებს უწოდებენ. როგორც ცნობილია, ნოემბერში აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელზეც „რესპუბლიკელებმა“, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ პალატაში უმრავლესობა დაკარგონ.

„კომუნიზმი ყველგან თავისუფალი ადამიანების მტერია. ის არასდროს მუშაობს. ის კონსტიტუციის მტერია. პირველ ყოვლისა, ის 1776 წლის 4 ივლისის მტერია“, - დასძინა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →მთავარი →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი