
ტრამპის მტკიცებით, Fox News-ის ეთერში „დემოკრატები“ „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ი მწვავედ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, „დემოკრატები“ ტელეკომპანიის ეთერში „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან.
„რატომ უშვებს Fox News-ი ყოველთვის ჩაკ შუმერს, ჰაკიმ ჯეფრიზს, ჯესიკა ტარლოვსა და ყველა სხვა „დემოკრატს“, რომლებიც „რესპუბლიკურ“ პარტიასა და, რა თქმა უნდა, მე მლანძღავენ? ვფიქრობ, მათ „რესპუბლიკელებზე“ მეტი საეთერო დრო აქვთ. სწორედ ამიტომ, ნამდვილი პატრიოტები Fox News-ს არასდროს შეიყვარებენ,“- წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის მტკიცებით, „დემოკრატები“ გამუდმებით იმეორებენ სრულიად ნეგატიურ ნარატივს, ხოლო ხელისუფლებასა და „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლებს პასუხის გასაცემად მცირე დრო რჩებათ.
„მართლაც გასაოცარია, რომ სამივე არჩევნებში გავიმარჯვე. მოწინააღმდეგეების რაოდენობა უზარმაზარია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge