
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა
რუსთავი 2|rustavi2.ge
მლეთაში, გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.
სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-ამდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge