მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის
Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის

იმედი|imedinews.ge

ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი, ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს ოთხ იურისდიქციასთან, ოთხ მარეგულირებელთან და ოთხ მონაწილესთან.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა უბრალოდ დიდი, არამედ მეგა პროექტი გვაქვს. პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის. აქ ორი მთავარი ფაქტორია: პირველი - მიწოდების უსაფრთხოება, ვინაიდან განახლებადი ენერგიის დამატებითი წყაროების არსებობა რეგიონს მეტ უსაფრთხოებას სძენს; და მეორე - ჩვენ შევძლებთ ფასების ნორმალიზებას, რადგან, როგორც ხედავთ, ევროპაში ფასების თვალსაზრისით რეგიონებს შორის უზარმაზარი სხვაობა შეინიშნება.

ასე რომ, ჩვენი მოლოდინია, რომ დროთა განმავლობაში ეს ფასები ნორმალიზდება“, - აღნიშნა ფლორიან სტანჩიუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • "ლიბერთის" ყოფილი გენდირექტორი "რუსთავის ფოლადის" დირექტორი გახდაBM.GE
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი