მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს დედაქალაქ მადრიდში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის უფროსთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგები, განიხილეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების, პოლიციის ატაშეების საქმიანობის ეფექტიანობისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ესპანეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც სასწავლო პროცესს, პროფესიული მომზადების პროგრამებსა და აკადემიის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში, დავით კიკნაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სამთავროს ეროვნული პოლიციის, მუნიციპალური პოლიციის და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი