
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
იმედი|imedinews.ge
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე რევერსულად ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge