მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა
Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

იმედი|imedinews.ge

ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews-ი.

ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ 210 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული, რომელთა ძირითადი ნაწილი ბელგიაშია განთავსებული.

„უკრაინა დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას როგორც გადაუდებელ, ისე გრძელვადიან ჭრილში საჭიროებს. ევროკავშირმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უნდა უზრუნველყოს კიევისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და სისტემური დახმარების გაგრძელება არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.

წერილის ინიციატორი შვედეთი იყო, ხოლო მას ხელი ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და პოლონეთმა მოაწერეს. ეს შემადგენლობა ჩრდილოეთ, დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის წარმოსაჩენად შეირჩა.

წერილის ადრესატები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი არიან. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ამჟამად ირლანდიას აქვს გადაბარებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →საკითხებში →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

იმედი

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

იმედი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი