მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს - ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს
ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს - ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს

იმედი|imedinews.ge

ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც დაასრულებენ საქართველოს შემოვლას და ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებზე იარლიყების აკვრა ძალიან „დაკანონდა“, რასაც არ ვეთანხმებით. აზრთა სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, ჭეშმარიტება. მე მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემაზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვმსჯელობთ, ვუსმენთ ერთმანეთს. მთავარია საერთო ღირებულებები, როგორიც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ, შესაძლოა მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ, ისაუბრონ. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი უფრო და უფრო ხშირ სახეს იღებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი