
თურქეთის საგარეო უწყება: ისრაელის გადაწყვეტილება, 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას
იმედი|imedinews.ge
ისრაელის გადაწყვეტილება, 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას, - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ისრაელის ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს სამართლებრივ და ისტორიულ ფაქტებს და ასახავს იმ წნეხს, რომლის წინაშეც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი გარემოცვა იმყოფებიან.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge