მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს
Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

იმედი|imedinews.ge

ამერიკული კომპანია Uber-ი, ბრიტანულ სტარტაპ Wayve-თან ერთად, ლონდონში მგზავრების გადაყვანას უპილოტო რობოტაქსით პირველად დაიწყებს, - წერს The New York Times-ი. ტესტირების პირველ ეტაპში 15 ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას. მათი გამოძახება ამ კვირიდან გახდება შესაძლებელი.

ჯერჯერობით ყველა რობოტაქსიში ​მძღოლი-ოპერატორი იმყოფება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, მართვას საკუთარ თავზე აიღებს. თუ რომელიმე უპილოტო ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, Uber-ის აპლიკაცია შეკვეთისას კლიენტს ჰკითხავს, სურს თუ არა ასეთი მანქანით სარგებლობა. უარის შემთხვევაში, მასთან ჩვეულებრივ, მძღოლიან ტაქსის გააგზავნიან.

Wayve-ის გენერალურმა დირექტორმა ალექს კენდალმა უარი თქვა იმ სავარაუდო ვადების დასახელებაზე, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლება ლონდონის გზებზე ამ ტექნოლოგიის უფრო ფართო დანერგვის ნებართვას გასცემს. ანალიტიკოსების აზრით, რომელთაც გამოცემა ეყრდნობა, ეს 2027 ან 2028 წლამდე არ მოხდება.

NYT-ის ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ დიდ ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს, უპილოტო ტაქსების საკითხზე საკუთარი პოზიცია საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია. მისი წინამორბედის, კირ სტარმერის დროს, მთავრობა ამ დარგს მხარს უჭერდა.

Uber-ი და Wayve-ი ერთადერთი კომპანიები არ არის, რომლებიც ლონდონში რობოტაქსიზე მუშაობენ. მსგავს ტექნოლოგიებს ასევე ტესტავენ ამერიკული Waymo და ჩინური Baidu, Freenow-თან ერთად. თუმცა, ყველა ეს კომპანია უპილოტო ავტომობილების გამოცდას ჯერჯერობით მგზავრების გარეშე ახორციელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Der Spiegel: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების ფართომასშტაბურ გეგმას ამზადებს, რაც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს

Der Spiegel: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების ფართომასშტაბურ გეგმას ამზადებს, რაც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს

იმედი

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“

იმედი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

იმედი

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება

იმედი