მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

იმედი|imedinews.ge

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

,,კულტურის სამინისტროს სახელით, ვულოცავ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებას ვუსურვებ მსოფლიო ასპარეზზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ფილმი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ სექციაში - Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი, სადაც წელს მხოლოდ 8 ფილმი შეირჩა. ფესტივალი სულ რამდენიმე დღეში გაიმართება და ფილმს ამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაზეც წარმატებებს ვუსურვებთ.

კულტურის სამინისტრო და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას ხელს უწყობს როგორც წარმოების, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის კუთხით. პრესტიჟულ ფესტივალებზე ქართული ფილმების წარდგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მსოფლიო აუდიტორიამ ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედება და შესაძლებლობები გაიცნოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ შემოქმედებით ჯგუფს და არაერთ აღიარებას ვუსურვებთ“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

იმედი

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა

იმედი