
უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს
იმედი|imedinews.ge
უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე ლაპარაკობს. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.
დეპუტატის თქმით მოქალაქეების მიერ სამხედრო კომისარიატებიდან უკანონოდ გათავისუფლების ან გაწვევისგან თავის არიდების ფასი, რეგიონის მიხედვით, 10-დან 15 ათას დოლარამდე მერყეობს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge