მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა
უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა

უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა

იმედი|imedinews.ge

რუსეთმა გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიში რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოსა და ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 56 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

მათივე ინფორმაციით, რუსეთმა კიევის მიმართულებით ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. თავდასხმა ასევე მოიცავდა დრონების მასშტაბურ იერიშს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე.

დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა კიევის ცენტრში მდებარე სასტუმრო, ხოლო მრავალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათისთვის, შეტევის შედეგად, ქალაქის ყველა რაიონში 30-ზე მეტ ადგილზე ნგრევა და დაზიანება იყო დაფიქსირებული.

„მტერი კვლავ საცხოვრებელ უბნებს უტევს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. ნგრევა ძალიან მასშტაბურია და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან,“ - განაცხადა ტიმურ ტკაჩენკომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →კიევში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი