
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს - დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს. დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის, ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
სოლომენკის რაიონში ჩამოცვენილი რაკეტის ნამსხვრევები ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლთან დაეცა. წინასწარი მონაცემებით, შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯრები და გაჩნდა ხანძარი. ამავე რაიონში დაზიანდა საბავშვო საავადმყოფოს შენობაც, ხოლო სამედიცინო დაწესებულების ეზოში რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
მერის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებში შეტყობინებები სოლომენკისა და დარნიცას რაიონებიდან შევიდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი საგანგებო სამსახური.
იმედი
წყარო: imedinews.ge