მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი

უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი

იმედი|imedinews.ge

რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სერჰი ბესკრესტნოვის თქმით, რომელიც ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა, თუმცა არ დაშავებულა, გამოფენა კიევის მახლობლად, ჟიტომირის ავტომაგისტრალის მიმდებარე სასწავლო პოლიგონზე იმართებოდა.

„არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - განაცხადა მან.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო „ათეულობით“ დაშავდა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, სად მოხდა დარტყმა და რა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა იმ დროს.

მალევე უკრაინის თავდაცვის მრეწველობის საბჭომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „კიევის ოლქში მტრის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა იმ ადგილზე, სადაც უკრაინის თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →კიევში →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი