მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა
უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო ახლა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სტეფანიშინას ადვოკატებმა სასამართლოს სხდომების დახურვის შუამდგომლობით მიმართეს.

კონკრეტულად, რისთვის ედება ბრალი ყოფილ დიპლომატს, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტეფანიშინა თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა.

როგორც მედია იუწყება, 2025 წლის ივლისში უკრაინის სპეციალიზებულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სტეფანიშინას მიერ, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მაშინ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერდა, რომ სტეფანიშინა ბოროტად იყენებდა თანამდებობას. მედია იუწყებოდა, რომ დიპლომატი დედის ბინით სარგებლობდა ისე, რომ ეს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. გარდა ამისა, „უკრაინსკაია პრავდამ“ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ დიპლომატმა ხელში ჩაიგდო კიევში მდებარე ოთხი ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის პროფკავშირების სასახლე მაიდანზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება

ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება

იმედი

გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა

გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა

იმედი

„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ, რომელმაც მათ შვილებს „ჯუჯა ბავშვები“ უწოდა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი