მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს
უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის Wildberries-ის კიდევ ორ საწყობს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანია Wildberries-ი უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინის მიზანმიმართული დარტყმების სამიზნეა.

პენზის ოლქის გუბერნატორის ოლეგ მელნიჩენკოს ინფორმაციით, დარტყმა ქალაქ პენზაში მდებარე Wildberries-ის საწყობზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო ტერიტორიიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კიდევ ერთი თავდასხმა Wildberries-ის საწყობზე უდმურტეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სარაპულის მახლობლად განხორციელდა.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ „მადიარმა“ ბროვდიმ, თავდასხმები დაადასტურა. მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, ეს Wildberries-ის მერვე და მეცხრე ობიექტებია, რომლებზეც იერიში განხორციელდა.

„ამანათი ვერ მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე - არც პენზაში, არც წითელ არმიაში... უკაცრავად, უდმურტეთში“, - დაწერა ბროვდიმ ირონიულად „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

Wildberries, რომელიც რუსეთის ონლაინ-ვაჭრობის ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს, ბოლო პერიოდში უკრაინული დრონების არაერთი თავდასხმის სამიზნე გახდა. ცეცხლი გაუჩნდა კომპანიის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებს მოსკოვის ოლქში, სანქტ-პეტერბურგში, ტიუმენში, კრასნოდარში, რიაზანსა და სხვა რეგიონებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • ტრამპის განცხადებით, ზელენსკის რუსული დიზელის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვარუსთავი 2
  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
რუსული →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

იმედი

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

იმედი

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

იმედი